ახალი ამბები

სეტყვამ სოფელი ბაკურციხე დააზარალა

გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალ შესაბამისი კომისია დაითვლის და ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი. 
“სტიქიის შედეგად ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთები დაზიანდა. სეტყვა მხოლოდ სოფელში იყო. ალაზნის ველზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები არ დასეტყვილა. რთული მდგომარეობაა სოფლის შიდა გზებზე, რადგან სანიაღვრე არხებმა ჭარბი ნალექი ვერ გაატარა და გზები ქვა-ღორღით გაივსო. რაც შეეხება ზარალს, შესაბამისი კომისია დღესვე დაიწყებს მუშაობას. ზარალის ზუსტი ოდენობა, სავარაუდოდ, ხვალ გვეცოდინება”, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა. 
მისივე ინფორმაციით, სოფლის შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები მალე დაიწყება.