ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ
ლონდა თოლორაიას განმარტებით, ელექტრონული სამაჯურები გაუკეთდება მაღალი რისკის მქონე პირებს ან ის მაშინ ამოქმედდება, თუ არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მოსპობის საშიშროება. მისივე განცხადებით, მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობა უკვე მომდინარეობს.
„მიმდინარეობს მუშაობა, რომ პოტენციურ მოძალადეებს, შემაკავებელი ორდერის გარდა, გაუკეთონ სპეციალური, ელექტრონული სამაჯურები. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა მთავრობის ადმინისტრაციასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად. ვფიქრობ, მიმდინარე წლის ბოლოს ელექტრონული სამაჯურები უკვე დაინერგება. ელექტრონული სამაჯური გაუკეთდება მოხდება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ მაღალ რისკს და იქ, სადაც არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მოსპობის საფრთხე. ეს შეფასდება შესაბამისი ინსტრუმენტით, რომლის დანერგვაც მომავალი თვიდან იგეგმება“, – განაცხადა ,,პალიტრანიუსის” ეთერში ლონდა თოლორაიამ.