თელავში ევროატლანტიკური კლუბი დაფუძნდა
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ ევროატლანტიკური კლუბის დაარსება ხელს შეუწყობს ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, საზოგადოებასთან, არასამთავრობოებთან და თვითმმარველობებთან ერთად ერთობლივი ღონიძიებების განხორცილებას და ამ პროცესში მათ აქტიურად ჩართულობას.
,,ამ კლუბის დაარსების მიზანი არის ის, რომ ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაცია არის მთელი საზოგადოებისთვის საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი თემატიკა. ამ პროცესში ყველა უნდა ვიყოთ აქტიურად ჩართული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის და ჩვენი ძალების მობილიზება უნდა მოავახდინოთ. გვინდა, ერთობლივად განვახორციელოთ ერთობლივად სხვადასხვა სახის ღონისძიებები და ხელი შევუწყოთ ჩვენი ჩართულობით ევროატლანტიკური ინტეგრაცის პროცესს’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო ბოლქვაძემ.
კლუბის დაფუძნების ცერემონიაში, რომელიც თელავში სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, პრობლემებზე, გამოწვევებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.
,,კლუბის შექმნის იდეა მნიშვნელოვანია და ის დადებითად აისახება ამ კუთხით არსებულ პროცესზე. ჩვენ ვიმსჯელეთ იმ პერსპექტივებზე, რომლებიც საქართველოს აქვს, როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის სრული მხარდაჭერა ამ პროცესისადმი. საქართველო დღეს არის ნატოსთან ურთიერთობების კუთხით ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ჩვენ გვაქვს ისეთი მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც არასდროს არ გვქონია. ასევე თანამშრომლობის და აქტიურობის ყველაზე მაღალ დონეზე ვართ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხითაც’’,- განუცხადა Knews.ge-ს მიხეილ ჯანელიძემ.
ევროატლანტიკური კლუბის გახსნის ღონისძიება ნატო-ს დღეების ფარგლებში ჩატარდა. ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.