ცხოვრება საზღვარზე
ასეთი საზღვრები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთთან ომების შედეგად გაჩნდა. ამ საზღვრების ორივე მხარეს არა პოლიტიკა და ისტორია, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ. დოკუმენტური ფილმის “ცხოვრება საზღვარზე” ავტორებმა ეს ადამიანები მოინახულეს და მათი რეალური ტრაგიკული ისტორიები ჩაწერეს. ეს ისტორიები იმ ადამიანებზეა, რომლებიც არა მხოლოდ ტერიტორიულ საზღვრებთან ცხოვრობენ, არამედ გამძლეობის ზღვარზე იმყოფებიან.