ახალი ამბები

საგარეჯოელმა ძიუდოისტებმა კოპენჰაგენში 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

საგარეჯოელმა ძიუდოისტებმა ტურნირზე 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
კლუბის წევრების თქმით, ჩემოიონატში 12 ქვეყნის 600 სპორტსმენი მონაწილეობდა. 
,,პირველი ადგილი ლუკა დარისპანაშვილმა, დავით კევლიშვილმა, ნიკოლოზ თათრიშვილმა, თენგო ზირაქაშვილმა, გიგი ხოსიტაშვილმა და გიორგი დურიშვილმა დაიკავეს. მეორე ადგილზე ლევან კევლიშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი კი როინ ყორღანაშვილს ხვდა წილად”,- განუცხადეს knews.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.