გურჯაანის მერიაში ოცდაათამდე ახალი თანამშრომელი დასაქმდა
მათთან ერთად არჩილ ხანდამაშვილმა მერიის თანამშრომლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ახალი სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები გააცნო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად მაია ჯაფარაშვილი დაინიშნა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი ლევან წინაწალაშვილი იქნება, შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსი – მაგდა მაჭავარიანი, შიდა აუდიტის სამსახურის კონტროლის განყოფილების უფროსი – ალექსანდრე შავგულიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსად სოფიო ქუმსიაშვილი, ეკონომიკის სამსახურის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი – ნინო ნინოშვილი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურის და განათლების განყოფილების უფროსი – თამარ ფურცელაძე, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსად რამაზ ქიტიაშვილი და იურიდიული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი კი – თეონა ელიზბარაშვილი.
ცნიბილია, ასევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ვინაობა 21 ადმინისტრაციულ ერთეულში. არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, მერის წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური დარჩა სამ ადმინისტრაციულ ერთეულში.
„მე ხელი უკვე მოვაწერე ახალი თანამშრომლების დანიშვნის ბრძანებებს. საკონკურსო კომისიამ კანდიდატები გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით შეარჩია. სამ ადმინისტრაციულ ერთეულში – ჩალაუბანში, ნანიანსა და ჩუმლაყიში კომისიამ მერის წარმომადგენელი ვერ შეარჩია, რადგან შესაბამისი ქულა ვერ მიიღო. ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში კონკურსი ხელახლა გამოცხადდება“, – განუცხადა Knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.