გუბერნატორი-კახეთში რკინიგზის საშუალებით შესაძლოა ცხვარი საძოვრებზე გადავიყვანოთ
ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, კახეთის რკინიგზის აღდგენის პროექტს 2019 წლისთვის მოამზადებენ.
,,საუბარია რკინიგზაზე, რომელიც არა მარტო ადგილობრივი მაცხოვრებლების ტრანსპორტირებისთვის იქნება განკუთვნილი, არამედ ტურისტებსაც მოემსახურება. რკინიგზის ნაწილი გადის მევენახეობის ზონაში, რაც ამ კუთხით ძალიან საინტერესოა და საერთაშორისო გამოცდილებაც არსებობს. კახეთისთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სამეურნეო კუთხითაც რკინიგზის განვითარება, მაგალითად, ცხვრის გადაყვანა ზაფხულის საძოვრებიდან ზამთრის საძოვრებზე შეიძლება განხორციელდეს რკინიგზის საშუალებით. რკინიგზა აზიის განვითარების ბანკის ჩართულობით აღდგება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, მათ რკინიგზის შესახებ ხედვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვთ გამოტანილი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისივე განცხადებით, ტურიზმის განვითარება რკინიგზის გარეშე წარმოუდგენელია.