დედოფლისწყაროს საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა
წარმომადგენლობითის ორგანოს დეპუტატების უმრავლესობამ საკითხს მხარი დაუჭირა.
Knews.ge-ს დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ პაპიაშვილმა განუცხადა, საბჭო მიზანი მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე სისტემური და აქტიური მუშაობა იქნება.
„გენდერული თანასწორობის საბჭოს ძირითადი ამოცანები იქნება გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა. საბჭოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა იქნება. გენდერული თანასწორობის საბჭო ამ მიმართულებით იმუშავებს მოქალაქეების პრობლემებზე, ნაადრევ ქორწინებასა და ამ კუთხით არსებულ სხვა აქტუალურ პრობლემებზე”, – განუცხადა knews.ge-ს ნუგზარ პაპიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საბჭომ წელიწადში ერთხელ საკრებულოს უნდა წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.