ახალი ამბები

ახმეტაში ჩაფიძის კარდიოლოგიის ცენტრი უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს

ექიმები პაციენტებს კონსულტაციებს ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაუწევენ. 
“31 მარტს ახმეტაში ჩამოდის გულიკო ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმების ჯგუფი. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს კარდიოლოგის კონსულტაციით, ჩაიტაროს ელექტრო კარდიოგრაფია და გულის ექოსკოპია. პაციენტები მიიღებიან 11-00 დან 16-00 საათამდე”, – განუცხადეს knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში. 
აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი პირველი ქართულ-გერმანული ერთობლივი კლინიკაა, რომელიც 1994 წელს დაარსდა. ცენტრის მთავარ სპეციალიზაციას წარმოადგენს კარდიოლოგია (ინტერვენციული კარდიოლოგიითა და კარდიოქირურგიით), ანგიოლოგია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მეორადი პრევენცია.