თუშეთის გზა სავარაუდოდ 20 მაისს გაიხსნება
ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, თუშეთისკენ მიმავალი გზის გაწმენდითი სამუშაოები ერთი კვირის დაიწყო. მისივე თქმით, გზა აბანოს უღელტეხილამდე გაწმენდილია.
“ერთი კვირაა, რაც შესაბამისი ტექნიკა თუშეთის გზას ინტენსიურად წმენდს. უკვე ამ დროისთვის გზა თურღვას აბანოს ჩათვლით უკვეგაწმენდილია. დღეს დაიწყო თოვლის სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც თოვლის საფარისგან გზის გამწნდას გულისხმობს. გზის გაწმენდაზე პასუხისმგებელი კომპანიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ სამუშაოები 20 მაისისთვის უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული, რომ იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორებიც, განსაკუთრებით მეწყერულ ზონაში”, – განუცხადა knews.ge-ს ვაჟა ნასყიდაშვილმა.
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის გაწმენდით სამუშაოებს შ.პ.ს “გერალი” ახორციელებს. გზის შეკეთების სამუშაოებზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 410 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო 2019 წელს გათვალისწინებულია 411 791 ლარი.