გურჯაანში 34 წლის მამაკაცი მოკლეს
34 წლის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნათესავმა სანადირო თოფიდან გასროლით მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებული, 1982 წელს დაბადებული გ.ა. სამართალდამცავებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარში დააკავეს.
,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში, მეცხოველეობის ფერმის ტერიტორიაზე, ურთიერშელაპარაკებისას – 1983 წელს დაბადებულ ა. ი.-ის სანადირო თოფიდან მუცლის არეში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში კაზლარში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წალმდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.