გურჯაანში უბედურ შემთხვევას 26 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
26 წლის დათო ოდიკაძე სპირტის ქარხანაში სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა, რომლის დროსაც სამშენებლო ობიექტიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შემდუღებლებს სპეციალურ ელექტროსადენებს აწვდიდა, რომლის დროსაც ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადავარდა. გარდაცვლილის ოჯახის ვარაუდით, ობიექტზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო, ქრხნის დირექტორი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.