“თუშეთის დაცულ ლანდშაფტს” სატყეო ტრაქტორი გადაეცემა
როგორც knews.ge–ს ,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის” ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა, ირაკლი აფთარაულმა განუცხადა, ტრაქტორს თუშეთში ტყის მერქნული რესურსების ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად გამოიყენებენ.
“ეს ტრაქტორი სპეცშეკვეთით არის დამზადებული თუშეთში, ტყეში სამუშაოდ და ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარება როგორც საშეშე, ასევე სამასალე მერქნის დამზადებაში. ასევე გამოყენებული იქნება ტყეების ჩახერგილობებისაგან გასაწმენდად, რაც შეამცირებს გვალვიან პერიოდში ხანძრის გაჩენის რისკებს. ტრაქტორი აღჭურვილია 100 მეტრიანი ჯალამბარით და სპეციალური ჩამჩით, რომელიც მის გამოყენებას მრავალფუნქციურს ხდის”, – განუცხადა knews.ge–ს ირაკლი აფთარაულმა.
მისივე ინფორმაციით, სატყეო ტრაქტორი საქართველოში დაახლოებით 3 თვეში ჩამოვა.