ადვოკატი – საქმის მასალებით, ბადრი ჩოფანაშვილის ჩატაევთან ნაცნობობაც კი არ დასტურდება
ადვოკატის განმარტებით, საქმის მასალებით, ბადრი ჩოფანაშვილის აჰემდ ჩატაევთან ნაცნობობაც კი არ დასტურდება. დალი ბარბაქაძის ინფორმაციით, დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ ბრალდებულის მიმართ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენოს.
„ბრალის წარდგენის შემდეგ ბადრი ჩოფინაშვილს პოზიცია არ შეუცვლია. ის გამორიცხავს მის მონაწილეობას რაიმე დანაშაულის ჩადენაში და თბილისსი ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილეებთან რაიმე კავშირს. საქმის მასალები რამდენიმე ტომისგან შედგება. მასალებით ბადრი ჩოფანაშვილის ჩატაევთან ნაცნობობაც კი არ დასტურდება. მასალებში ზოგადად არის აღნიშნული, რომ მას ბრალად ტერორიზმში ხელშეწყობა ედება. მე პირადად ვერ აღმოვაჩინე საქმეში ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც თბილისში ცატარებული სპეცოპერაციის მონაწილეებთან კავშირს დაადასტურებს”, – განუცხადა knews.ge–ს დალი ბარბაქაძემ.
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.