სოფელ ჩუმლაყში ლიპარტაშვილების ოჯახი დააყაჩაღეს
,,ჩვენი მეზობლის ოჯახი დააყაჩაღეს და როგორც თქვეს, ფული წაიღესო. ნაცემია ოჯახის ერთი წევრი, რომელსაც თავში ჩაარტყეს იარაღის კონდახი”, – განუცხადეს knews.ge-ს დაზარალებულის მეზობლებმა.
შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, რომელიც ყაჩაღობას გულისხმობს. სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ არ დაუკავებიათ.