ახალი ამბები

სოფელ ბაკურციხეში ბენზინგასამართ სადგურზე მამაკაცი დაჭრეს

შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 1000 ლარამდე თანხა. 
დაჭრილი მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურზე მოლარედ მუშაობდა. მას ცივი იარაღით თავის და ბარძაყის არეში აქვს მიყენებული ჭრილობები. 
დაშავებული გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რომელიც ყაჩაღობას გულისხმობს.