პანკისში დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილი ახმედ ჩატაევთან კავშირს გამორიცხავს
ჩოფანაშვილის ადვოკატის, დალი ბარბაქაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის ან რესურსით უზრუნველყოფის მუხლით გუშინ გწაუყენეს. მისივე თქმით, ჩოფანაშვილი ბრალს არ ეთანხმება.
„ბადრი ჩოფანაშვილი კატეგორიულად უარყოფს ტერორიზმთან კავშირს. ჩვენება მას არ მიუცია, თუმცა ბრალში ჩამოთვლილ ფორმულირებას და მტკიცებულებებს კატეგორიულად არ ეთანხმება. მტკიცებულებები ძალიან ბევრია, მათ შორის დისკები, მოსმენები, ფოტოსურათები, თუმცა, მათი გაცნობა ჯერ ვერ მოვახერხე. ჩოფანაშვილი ამბობს, რომ ახმედ ჩატაევს სერთოდ არ იცნობს და არანაირი შეხება მასთან არ ჰქონია“, – განაცხადა დალი ბარბაქაძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული, ამ ეტაპზე, გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში კიდევ 3 პირი ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი და თემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი დააკავა. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა.