ვიდეორეპორტაჟი

გოჭების მარათონი – მეთორმეტე გადაცემა

წინა გადაცემებში განხილული იყო ისეთი თემები როგორიცაა მცირე ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებში ღორების გაზრდის მეთოდები. როგორ უნდა მოვუაროთ საოჯახო მეურნეობებში გოჭებს ისე, რომ ზრდასრულ ასაკამდე ჯანმრთელი, ხარიხსიანი და საბოლოო ჯამში კი გემრიელი პროდუქცია მივიღოთ – ამ კითხვებზე პასუხები დაინტერესებულმა ფერმერებმა ჩვენი გადაცემათა ციკლიდან მიიღეს.

ჩვენ მოგიყევით ისტორია დიუროკისა და ჰერმფშირის ამერიკული ჯიშის ორი გოჭის შესახებ, რომლებიც ტრადიციული და ახალი ტექნოლოგიებით 2 სხვადასხვა ოჯახურ ფერმაში გაიზარდნენ. ვისაურეთ გოჭებისათვის საკვების შერჩევის მეთოდებზეც. მოგიყევით გოჭების გაზრდის რისკების შესახებ, სადაც ექიმმა–ვეტერინარმა მოგცათ რჩევები. 

ასევე, გადაცემები დავუთმეთ საკვების მწარმოებლებსა და ვეტერინარულ კომპანიებს. ვისაუბრებთ ტრადიციული და კომბინირებული საკვების შესახებ. ღორის მოვლასა, არსებულ გამოწვებსა და რჩევებზე, ასევე, დაავადებებთან ბრძოლა, გეგმიური შემოწმებებსა და პროფილაქტიკაზე.

გაგაცანით ღორის ჯიშები, არსებული ბაზარი. ვისაუბრეთ იმ ძირითად საწარმოო ჯიშების შესახებ, რომლებიც გავრცელებულია საქართველოში. რა არის საწარმოო ჯიშების ძირითადი მახასიათებელი და რითი გამოირჩევიან მეხორცული ღორები სხვებისაგან. ასევე, ვისაუბრებთ ხორცის რეალიზაციის საკითხებზე. ასევე, შემოგთავაზეთ მოსახლეობის მოსაზრებები გოჭების კვების შესახებ. საკითხი დღემდე აქტუალურია, რადგან გოჭების გაზრდის მეთოდები ფერმერებისთვის გამოწვევად რჩება.

ასევე, განვიხილეთ საქონლის სასაკლაოს მოწყობის ძირითადი პრინციპები. როგორ უნდა მოხდეს მომხმარებლის ინტერესების დაცვის და უვნებელი ხორცით უზრუნველყოფის მიზნით, წარმოების მთლიანი ჯაჭვის – ფერმიდან სუფრამდე – კონტროლი. ასევე, ვისაუბრეთ რომ მოგების გაზრდის მიზნით, საოჯახო მეურნეობები მცირე ფერმერულ მეურნეობად როგორ უნდა ჩამოყალიბდნენ.

 

გადაცემაზე მუშაობდნენ: 

იდეის ავტორი: ალექსანდრე ღოღობერიძე
ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი
AgroTVსაავტორო უფლებები დაცულია (C)

გადაცემის მხარდამჭერია პროექტი „MOLI კახეთში“, რომელსაც ახორციელებს შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაცია „HEKS/EPER – ის ოფისი სამხრეთ კავკასიაში“, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით.

The program is facilitated by MOLI in Kakheti project implemented by HEKS/EPER office in South Caucasus, funded by the Swiss Government.