ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავრაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს
პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
მომხდარს სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
დაძაბულობაა 9 აპრილის ქუჩაზეც, სადაც პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის პერიოდულად შეხლა-შემოხლას აქვს ადგილი. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს.