ახალი ამბები

მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან არსებული რკინის ჯებირი მოხსნეს

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დამონტაჟებული რკინის ჯებირი მოხსნეს.

სამართლადმაცველებმა გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. პარალელურად ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.

რუსთაველზე აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ფოტო: interpressnews