პრეზიდენტი სპეცრაზმს – თქვენი მოვალეობაა, დაიცავთ სახელმწიფოებრიობა, მოქალაქეები – რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს, ფიცი ვის წინაშე დადეთ?!
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმთან მივიდა.
მთავარსარდალმა სპეცრაზმელებს მიმართა.
„თქვენი მოვალეობაა, რომ დაიცავთ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არაა, რომ ხალხი დაშალოთ. რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი, თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ ხომ? არც თქვენი შვილების? არც თქვენ წინაპრებზე?, – მიმართა პრეზიდენტმა სპეცრაზმელებს.
პარალელურად, აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „დაემორჩილეთ მთავარსარდალს”, “გადმოდით ჩვენს მხარეს”.