სპეცრაზმმა თელავი გამთენიისას დატოვა
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თელავში სპეცოპერაცია არ მიმდინარეობდა და არც რაიმე სახის საპოლიციო ღონისძიება.
“არაფერი არ ხდებოდა. სპეციალური დანიშნულების რაზმი სპეცოპერაციის ჩატარებისთვის არ იყო მობილიზებული. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით”, – განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ძალოვან უწყებაში ვერც იმას აკონკრეტებენ, რა მიზნით განთავსდა სპეცრაზმი თელავში. სპორტსკოლის ხელმძღვანელის, ზაქარია კევლიშვილის ინფორმაციით, სპეცრაზმელები შენობაში სავარჯიშოდ იყვნენ მისულები.