ახალი ამბები

ფერმერმა ქალებმა საშობაო ბაზრობა გამართეს

,,ბაზრობაზე თავი მოიყარეს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელმა ფერმერმა და შემოქმედმა ქალებმა. საშობაო ბაზრობის ერთი დღე ნამდვილ ზეიმად გადაიქცა. ერთ დარბაზში დაიკავეს პროდუქტების მწარმოებელმა ფერმერებმა და მომხმარებელს შესთავაზეს ნატურალური ყურძნისა და თუთის წვენისგან მიღებული ბადაგით დამზადებული ჩურჩხელები; „ქიზიყური ნუგბარი“; ჩურჩხელები შოკოლადში და შოკოლადის ჩურჩხელები; გოზინაყი, ჩეჩნური ჰალვა, თაფლისა და ფუტკრის სხვადასხვა პროდუქტი, ყველის მრავალსახეობა, ნედლი ხაჭო, კარაქი, ერბო და დამბალი ხაჭო; ღვინის მრავალსახეობა; დედას პური და ნაზუქები; ჩირები, ხილის ჩიფსები და ტყლაპები; თხილის, ნუშის, მიწის თხილის და ნიგვზის პასტები; ინდაურები, ჯონჯოლი, სახლის ლუდი და სხვა პროდუქტები. მეორე დარბაზი დაეთმო ღვინის მწარმოებლებს, რომლებმაც წარმოადგინეს სხვადასხვა სახეობის ღვინოები. მესამე დარბაზი მთლიანად დაიკავეს შემოქმედმა ქალებმა და საშობაო ბაზრობა გაალამაზეს საუკეთესო ხელნაკეთი ნამუშევრები”, – განაცხადა knews.ge-სთან ირინე ფხოველიშვილმა.

 

ფოტოები: ირინე ფხოველიშვილი