ახალი ამბები

დედოფლისწყაროელი სპორტსმენი შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მან ნოკაუტით დაამარცხა თურქი მებრძოლი ემილხან ქალჰანი.
„მსოფლიო თასზე მონაწილეობას ვიღებდი, პროფესიონალი მებრძოლი. ჩემთვის ეს წარმატება მნიშვნელოვანია, რადგან ამ სახეობაში პირველად ვიასპარეზე. მინდოდა შერეულ ორთაბრძოლებშიც მიმეღო მონაწილეობა. ამჯერად შევხვდი თურქ მებრძოლს და აშკარა უპირატესობით დავამარცხე“, – განაცხადა არსენ ყარაგვეზაშვილმა.
შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიო თასის გათამაშება, ქალაქ სტამბულში, 16-17 დეკემბერს გაიმართა. 
არსენ ყარაგვეზაშვილის მწვრთნელის, თამაზ ყარაგვეზაშვილის ინფორმაციით, იგი, ორთაბრძოლების ამ სახეობაში, საქართველოდან W.T.O ვერსიით პირველი ჩემპიონია .
არსენ ყარაგვეზაშვილი 2014 წლიდან მსოფლიო ჩემპიონია კიკბოქსინგში. ის, ასევე, ტაილანდურ კრივში K1-ში პროფესიონალური ქამრის მფლობელია.