საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში
დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაც ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მყოფი “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ქვეყნების მთავარი გამოწვევების განხილვა იყო, საქართველოსა და უკრაინის ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ. შეხვედრების ძირითადი თემატიკა ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და მისი შედეგებია.
ყველა თანხმდება, რომ საქართველო ვითარდება გაცილებით სწრაფად, ვიდრე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის მონაწილე სხვა ქვეყნები. არ უნდა დაგვავიწყდეს არც ის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორები“ ზეწოლის ქვეშ არიან და აქვთ გადაუჭრელი კონფლიქტები. ასევე სახეზეა პოზიტიური ცვლილებები. სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესის თაობაზე გამოწვევების შეფასება ვთხოვეთ ჟურნალისტსა და ბლოგერს ირაკლი ტაბლიაშვილს.