თელავში საახალწლო ღონისძიებებზე 33 500 ლარი დაიხარჯება
თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, საახალწლო განათებები და ნაძვის ხე ქალაქში უკვე დამონტაჟებულია.
,,ნაძვის ხე და სპეციალური განათებები უკვე დამონტაჟდა და დღეს საზეიმოდ აინთება. თანხა, რომელიც დაიხარჯება, საკრებულომ 33 500 ლარით განსაზღვრა. საახალწლო კონცერტის შესახებ კი ხუთშაბათს დეტალურ ინფორმაციას გავავრცელებთ”, – განუცხადა Knews.ge-ს ფიქრია ყუშტაშვილმა.