სოფელ ანაგაში მოსახლეობა გიორგი კვირიკაშვილს პეტიციით მიმართავს
მოსახლეობა ჩივის, რომ მთიანი რელიეფის გამო საავტომობილო გზა არ არსებობს, სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ აღწევს დანიშნულების ადგილამდე.
„ეს გზა ოდითგანვე ასე იყო. დაბალი გამავლობის მანქანები ვერ მოძრაობს. ნახევარი სოფელი ფერდობზეა შეფენილი. რაც ყველაზე უარესია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს. ავადმყოფს საკაცით დაატარებენ. ამ გზაზე მდებარეობს სასაფლაო, საბავშვო ბაღი და მამათა მონასტერი, სადაც უამრავი მომლოცველი დადის. სოფელში ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გზა ესაა.
ახლაგაზრდები ვგეგმავთ სოფლის ცენტრში გავმართოთ საპროტესტო აქცია და ასე მივიქციოთ ყურადღება. ხელმოწრები გროვდება როგორც სოფელში, ასევე ელექტრონულადაც. ჩვენი მთავარი მიზანია 2018 წელს მოხდეს ამ გზის მოასფლატება და სანიაღვრე არხების მოწყობა. ყოველ წელს გვპირდებიან, რომ აღნიშნულ საკითხს მიხედავენ, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება”, – განუცხადა knews.ge-ს პეტიციის ერთ–ერთმა ხელმომწერმა ნინო გოგოლაშვილმა.
ხელმომწერები ითხოვენ, რომ პეტიციის ასლი გადაეცეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გოგილაშვილს.
,,გთხოვთ, დაუყოვნებლად გაითვალისწინოთ ჩვენი პრობლემა და მოკლე დროში მოგვიწესრიგოთ საავტომობილო გზა სანიაღვრე არსებით. წიიაღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი გახდება ამ გზაზე გადაადგილება,” – წერია პეტიციაში.