ყვარლის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
როგორც knews.ge–ს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვანო მამულაშვილმა განუცხადა ფრაქცია “ქართულ ოცნებას“ ნინო ხუციშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბესიკ იაშვილი იქნება.
„ამ ეტაპზე ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი ფრაქციაა შექმნილი. „ქართულ ოცნებაში“ ჯერჯერობით 3 წევრია გაერთიანებული, ხოლო ნაციონალურ მოძრაობაში 4 დეპუტატი. საკრებულოში, ასევე, მოქმედებს ხუთი მუდმივმოქმედი კომისია. სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ხელმძღვანელობს ქეთევან სეფაშვილი, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიას – თამარ დენტოშვილი, იურიდიულ საკითხთა კომისიას – ზურაბ კაპანაძე, სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიას – სერგო მამაგულაშვილი, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას კი ზურაბ ჩხეიძე“, – განუცხადა knews.ge–ს ვანო მამულაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 12 მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული 15 წევრია. ,,ქართულ ოცნებიდან“ საკრებულოს წევრია 20 დეპუტატი, ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ – 4, ,,ევროპული საქართველოდან“ – 1, „ლეიბორისტული პარტიიდან“, – 1, ხოლო ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ კი – ერთი.