თბილისში კახელი ფერმერი ქალები საშობაო ბაზრობას გამართავენ
ასოციაციის დირექტორის, ირინე ფხოველიშვილის განცხადებით, ბაზრობა თბილისში, ჭანტურიას ქ. N6-ში, კაფე კალიფსოს შენობაში, 11:00 საათიდან დაიწყება.
,,ბაზრობაზე ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრებისგან შეიძენთ ტრადიციულ და კრეატიულ ქართულ პროდუქტებს, ხელნაკეთ ნივთებს და საახალწლო აქსესუარებს. სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ ყველაფერი ქართული, ხარისხიანი, ჯანსაღი და სანდო პროდუქტი. შესაძლებელია, როგორც რძის ნაწარმის, ტკბილეულის, ჩირების, ჩურჩხელებისა და ქიზიყური ნუგბარის შეძენაც. ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება ღვინის ფართო არჩევანი, როგორც გლეხური, ასევე ჩამოსასახმელი”, – განუცხადა knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.