სოფელ ახაშენში 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, კომპანია, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ახაშენში 41 ნომრიან სასტუმროს ააშენებს. ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სასტუმროში განთავსდება ღვინის მარანი, სადეგუსტაციო ტერიტორია, რესტორანი და საცურაო აუზი.
,,სასტუმროს პროექტის მოცულობა 2.3 მლნ აშშ დოლარია, რომელიც „საქართველოს ბანკის“ მიერაა დაფინანსებული. დაფინანსება, ასევე, გაცემულია DCFTA პროექტის ფარგლებში. ამ პროექტის განხორციელებით „კახური ტრადიციული მეღვინეობა” მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით. კომპანიამ, ასევე, კახეთის რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მათ შორის არის ღვინის საწარმოები ველისციხეში, ქედასა და ასკანაში. KTW ჯგუფის ღვინო და კონიაკი მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში იყიდება’’, – განაცხადა ზურა ჩხაიძემ.