ახმეტის სოფელ ახალშენში გაზიფიცირებას ითხოვენ
სოფლის გაზიფიცირების მოთხოვნით ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და შესაბამის სამსახურებს აღნიშნული საკითხით დაინტერესება მოსთხოვა.
მათი თქმით, იმის გამო, რომ სოფელს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, ალტერნატიულ გასათბობ საშუალებად შეშას იყენებენ, თუმცა სიძვირის გამო უმრავლესობას მისი ყიდვის საშუალება არ აქვს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, სოფელში ბუნებრივი აირის ქსელის მშენებლობის სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყება.
ადგილობრივები, ასევე, მერიას შიდასაუბნო გზების და წყლის სისტემის მოწესრიგებასაც სთხოვენ.