პატარძეულის სკოლის მოსწავლემ კრეატიული ესეს წერის კონკურსში გაიმარჯვა
თამარ ცხვარიაშვილმა დაწერა ესე: „იყო და არა იყო რა , იყო ერთი ველოსიპედი“. ცხვარიაშვილი დაჯილდოვდა პორტატული კომპიუტერით. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია სკოლაში“ ფარგლებში ქალაქ თბილიისში 55-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა. როგორც knews.ge–ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, კონკურსის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე საუკეთესო ესეს ავტორის გამოვლენა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან 200 მონაწილე.
„მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა სამი საკონკურსო თემიდან აერჩიათ ერთი. საკონკურსო ნაშრომები შეაფასა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს, “ჰელფინგ ჰენდის” წარმომადგენლების, პუბლიცისტების, მწერლებისა და შესაბამისი სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ. შერჩეულ იქნა 3 საუკეთესო ესსე . მოსწავლეებს წარედგინათ თემის სათაურები.1. ,, ჩემი სკოლის ბუფეტი“.2. ,,მე რომ ჯანდაცვის მინისტრი ვიყო“ და 3. ,,იყო და არა იყო რა, იყო ერთი ველოსიპედი. კონკურსის გამარჯვებული გახდა სოფელ პატაძულის საჯარო სკოლის მეთორმეტეკე კლასის მოსწავლე, თამარ ცხვარიაშვილი“, – განუცხადეს knews.ge–ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.