ახალი ამბები

სოფელ სამრეკლოში დედათა მონასტერი გაიხსნა

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში ეს პირველი დედათა მონასტერია. 
ეპარქიის მღვდელმთავარმა, ეპისკოპოსმა დიმიტრიმ დედათა მონასტრის წინამძღვრად მონაზონი სერაფიმა დაადგინა, ხოლო ტაძრის წინამძღვარი კი დეკანოზი გაბრიელ ბენიაიძე იქნება. ტაძარში წირვა–ლოცვა ყოველ–შაბათ კვირას ჩატარდება. 
ამ ეტპაზე მონასტრის ეზოში კელიების მშენებლობა მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში დედათა მონასტრის გახსნა სოფელ მირზაანშიც იგეგმება.