სიღნაღის საკრებულოში 5 კომისია შეიქმნა
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ილია ხატიაშვილის განცხადებით, ესენია სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა, იურიდიულ საკითხთა, საფინანსო–საბიუჯეტო,
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსებისა და ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიები.
,,საკანონმდებლო ორგანოში ასევე შექმნილია 1 ,, ქართული ოცნების,, ფრაქცია. ნაციონალურ მოძრაობას კი ფრაქციის შესაქმნელად განცახადება აქვს შემოტანილი. დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე დღეს სხდომაზე იმსჯელებენ”, – აცხადებს ხატიაშვილი.