ინოვაციური ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში
სოფლად ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში მოტივაციის გაჩენას, რომ აღნიშნული ტექნოლოგიების რეპლიკაცია მოხდეს უფრო ფართოდ ინდივიდებისა და თემების მიერ.
სადემნოსტრაციო ღონისძიებას, რომელსაც ადგილობრივი მედიის, სამოქალაქო სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ, წინ უსწრებდა საინფორმაციო ტრენინგები (თიანეთსა და დუშეთში) სადაც მონაწილეებმა მიიღეს თეორიოული ცოდნა სხვადსხვა სახის ინოვაციური ტექნოლოგიების და მოწყობილობების შესახებ, რომელთა აწყობა მარტივია და შესაძლებელია იაფი და ადგილობრივად ხემილსაწვდომი მასალების გამოყენებით. მონაწილეებს ექპერტებმა გაუზიარეს ვიშეგრადის ქვეყნების მაგალითზე არსებული გამოცდილება და წარმატებული ისტორიები აღნიშნულ სფეროში (პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი).
საინფორმაციო ტრენინგებისა და საჭიროებების იდენტიფიცირების შედეგად მონაწილეებმა შეარჩიეს ორი სახის ინოვაციური ტექნოლოგია: აქვაფონიკა და წყლის კოლექტორი, რომლის დემონსტრირებაც 29 ნოემბერს, თიანეთშიმოხდება. (ინოვაციის შესახებ დეტალები იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში).
აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენება ემსახურება მედეგობისა და შესაძლებლობების ზრდას, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებას, ინოვაციური ტექნოლოგიების გაცნობას და შინამეურნეობებში ეფექტურად გამოყენებას,რაც ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას და საოჯახო მეურნეობების გაძლიერებას.
პროექტი „ინოვაციების სადემონსტრაციო დღეები სოფლად თემთა განვითარებისა და მედეგობისათვის“ მხარდაჭერილია ვიშეგრადის ფონდის მიერ და მისი მიზანია გააცნოს თემებს ინოვაციური ტექნოლოგიების დადებითი მხარეები სოფლის განვითარების, ადგილობრივი საოჯახო მეურნეობების გაძლიერების, მედეგობისა და ცლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის თვალსაზრისით ვიშეგრადის ექსპერტების მეშვეობით. ექსპერტები ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან დაპოლონეთიდან ჩაატარებენ ტრენინგებს და სადემონსტრაციო ჩვენებებს ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ მუნიციპალიტეტის და თემების წარმომადგენლების, ადგილობრივი მეწარმეების და სამოქალაქო საზოგადოების წევრებისთვის. აღნიშნული ტრენინგების შედეგად თემები გაზრდიან მედეგობას კატასტროფების მიმართ, შესაძლებლოებს შემოსავლების მიღებისა და ენერგორესურსების დაზოგვის და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის თვალსაზრისით.