კაჭრეთის საჯარო სკოლაში ეკო ჰაბი გაიხსნა
როგორც Knews.ge–ს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) კახეთის რეგიონულმა კოორდინატორმა, კახა სუხიტაშვილმა განუცხადა, ეკო ჰაბი ხელს შეუწყობს სკოლის მოსაწვლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებაში მათ ჩართულობას.
,,ეკო ჰაბი არის თავისუფალი სივრცე, რომელიც მოემსახურება როგორც კაჭრეთის, ასევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვა სკოლების მოსწავლეებს, მიიღონ გარემოსდაცვითი და ეკო ტურისტული განათლება, მოაწყონ შეხვედრები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და ა.შ. ეკო ჰაბი კაჭრეთის სკოლისთვის არის ჯილდო, რომელიც მანდ დაიმსახურა ნიკო ნეცხოველის სახელობის პრემიაზე წარმატებული მონაწილეობათვის და შინაარსიანი გარემოსდაცვითი ინიციატივების განხორციელებისათვის”, – განაცხადა knews.ge-ს სუხიტაშვილმა.
ეკო ჰაბი თელავის პირველ საჯარო სკოლაშიც გაიხსნა.
პროექტი ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) მიერ პროექტის „ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში“ და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. ეკო ჰაბი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ფუნქციონირებს, რომელიც CENN–ის პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფარგლებში მიმდინარე წლის 19 მარტს გაიხნა.