ყვარლის საკრებულოში 4 ქალბატონი და 23 მამაკაცია
ნაპირელის ცნობით, პროპორციული სისტემით საკრებულოში ,,ქართული ოცნებიდან“ 9 მანდატი გადაინაწილეს: დავითი ქევხიშვილმა, ილია მზექალაშვილმა, ნინო ხუციშვილმა, ქეთევან სეფაშვილმა, ვაჟა ჭუნაშვილმა, თამარ დენტოშვილმა, გიორგი სირაძემ, შამილა კახიტაევმა და ლევან გელაძემ.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ ერგო 3 მანდატი. ესენი არიან – ბესიკ იაშვილი, ბექა ფოჩხიძე და შალვა ადეიშვილი.
საარჩევნო ბლოკ „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს” წარმოადგენს გოგიტა წიწრიაშვილი.
„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტიას” კი, თინათინ ჩიხიაშვილი.
„დავით თარხან -მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” საკრებულოს წევრის გახდა ალექსი შიუკაშვილი.
12 მაჟორიტარული ოლქიდან გამარჯვებულები გახდნენ და საკრებულოში შევიდნენ მხოლოდ ორი პარტიის წარმომადგენლები.
,,11 მანდატი მოიპოვა ,,ქართულმა ოცნებამ“. ესენი არიან ზურაბი ჩხეიძე, ვანო მამულაშვილი, ალექსანდრე მაზმიშვილი, ზურაბ კაპანაძე, კახა ასისტიშვილი, თენგიზ ღვალაძე, ვახტანგი მაჭავარიანი, ჯემალი შავერდაშვილი, იოსები სოლომნიშვილი, მამუკა ბერიაშვილი, სერგო მამაგულიშვილი. ხოლო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან’’ ბადურ ბერიძე”, – განაცხადა knews.ge-სთან ნატო ნაპირელმა .