ახმეტის საკრებულოში 31 დეპუტატიდან 5 ქალბატონი იქნება
როგორც Knews.ge-ს ახმეტის #18 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მინდია იუკურიძემ განუცხადა, 15 პროპორციული მანდატიდან 7 ,,ქართულ ოცნებას” ერგო, საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს” 2, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 3, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” 1 და „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას” 1.
,,პროპორციული სისტემით საკრებულოში შევიდა 4 ქალბატონი, 3 მმართველი პარტიიდან, ხოლო ერთი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან”, – განაცხადა იუკურიძემ.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები არიან: ,,ქართული ოცნებიდან” – თამარ ყეინიშვილი, თიკო მგელიაშვილი, მარეხ კოხტაშვილი ქართული ოცნებიდან. ზაზა მიგრიაული, მინდია ჭიჭიკლიშვილი, გიორგი ხუცურაული და არსენ ბუღრიძე. საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოდან” – გელა ჭვრიტიძე და ფირუზ შიომღვდილიშვილი. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” – შაქრო ტერტერაშვილი, გიორგი მაისურაძე და ვალერიან დედაბრიშვილი. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” – თინათინ მოზაიძე. „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან” – თეიმურაზ ბოდაველი. ახმეტის საკრებულოში 16 მაჟორიტარული მანდატიდან ,,ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა – 13, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 1. საკრებულოს წევრი
2 დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა.
მინდია იუკურიძის ინფორმაციით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით წარმომადგენლობით ორგანოში ,,ქართული ოცნებიდან” შევიდნენ: ნუგზარ ალავიძე, არჩილ შათირიშვილი, რამაზ ბაღაკაშვილი, ლევან ითიურიძე, მაგდანა ალხანაშვილი, თამაზი წითელაური, ვაჟა სუხოშვილი, დავითი იმერლიშვილი, ანზორი ხიზანაიძე, რევაზ გახუაშვილი, იური მრელაშვილი, ლევანი უძილაური, თამაზი ბორჩაშვილი; დამოუკიდებელი კანდიდატები: ლევანი გოგოთიძე და დავით ავაზაშვილი, ხოლო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” – დავითი ახალკაციშვილი.