სიღნაღის საკრებულოს წევრი 5 ქალი და 24 მამაკაცი გახდა
როგორც Knews.ge-ს სიღნაღის #13 საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა, 15 პროპორციული მანდატიდან ,,ქართულ ოცნებას” – 9, ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ –4, ,,ევროპულ საქართველოს’’–1, და ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” –1 მანდატი ერგო.
მანანა მჭედლიშვილის ინფორმაციით, საკრებულოში 14 მაჟორიტარული მანდატიდან ყველა ,,ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით სიღნაღის საკრებულოს წევრები გახდნენ:
ცოტნე ბეჟაშვილი, თემურ ჯავაშვილი, ვლადიმერ სიმონიშვილი, გელა ლეკიაშვილი, არჩილ ტუხაშვილი, ნანა ნანობაშვილი, ილია ბაიდოშვილი, იოსებ მათეშვილი, ნინო კოჭლამაზაშვილი, ოთარ ალადაშვილი , ნანა ლეკიაშვილი, გოჩა შანშაშვილი, გოჩა ჯალიაშვილი, გიორგი ელაშვილი.
პროპორციული სისტემით წარმომადგენლობითი ორგანოს მანდატი “ქართული ოცნებიდან” მოიპოვეს:
ილია ხატიაშვილმა, ივანე მირიანაშვილმა, გია პავლიაშვილმა, ირაკლი ლათიბაშვილმა, გიორგი ჯანყარაშვილმა, მალხაზ ხუციშვილმა, გიორგი ბოლღაშვილმა, გოჩა ტოკლიკიშვილმა, ნელი გურაშვილმა.
საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა -ევროპული საქართველოდან ”–
სანდრო ლომაშვილმა
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან–
გიორგი ბაბაკიშვილმა, გიორგი ზედელაშვილმა, რუსუდან ოღიაშვილმ, ალექსანდრე მირაქოვმა.
„დავით თარხან -მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” –
ალექსანდრე ბურდულაძემ.