ახალი ამბები

სოფელ საქობოში მოსახლეობა საძოვრის დაბრუნებას ითხოვს

ისინი ამბობენ, რომ 280 ჰექტარი სოფლის საძოვარი წლების წინ სხვადასხვა მფლობელზე მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე გასხვისდა.

,,ეს ჩემი ოჯახის შემოსავალის ერთადერთი წყაროა. საძოვრები აღარ გვაქვს, სამი ძროხა მყავს და მიჭირს გამოკვება. საძოვრები წლების განმავლობაში გაგვისხვისეს. ჩვენთვის არავის უკითხავს. გამგეობას ვთხოთ, რომ ჩერიოს ამ საკითხში და მოგვიგვაროს ეს პრობლემა,” – განაცხადა knews.ge-სთან ავთო მათეშვილმა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ პრობლემა არ მოგვარდება, სოფელში გზის გადაკეტვით იმუქრებიან. საქობოში გამგებლის წარმომადგენლის გიგა ბაკაშვილის განმარტებით, მიწა 2001 წელს გაიყიდა და მას კანონიერი მფლობელი ჰყავს.