ახალი ამბები

OPIC წინანდალში „რედისონის“ მშენებლობას 10 მილიონით დააფინანსებს

საპარტნიორო ფონდის აღნმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე განმარტავს, რომ “რედისონი” კახეთში საერთაშორისო სტანდარტების, 5 ვარსკვლავიანი პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება. 
,,სასტუმრო ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 30 მილიონია. სასტუმრო 120-ნომრიანი იქნება და მასში შედის საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები, ღონისძიებათა დარბაზები, ღია და დახურული კაფე/რესტორნები, სპა, აუზი და ფიტნეს კლუბი”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
საპარტნიორო ფონდსა და OPIC-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის გაზაფხულზე გაფორმდა.
ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერის მიზნით, OPIC-მა საქართველოში დღემდე 50-ზე მეტ პროექტში, 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.