ზემო ხოდაშენში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა, რომელიც თელავის რეფერალურ საავამდყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.