თელავში შუახნის მამაკაცი დაჭრეს
წინასწარი ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. knews.ge-ს ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია. შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.