ახალი ამბები

ლაგოდეხში მეორე დღეა 60 წლამდე ქალს ეძებენ

ნათესავების ინფორმაციით, იგი ტყეში სოკოს საკრეფად წავიდა და მას შემდეგ არავის აღარ უნახავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქალის დაკარგვის შესახებ უწყებაში შეტყობინება გუშინ შევიდა, თუმცა საქმეზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. 
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები ძებნის სამუშაოებს სოფლის ტყეში ახორციელებენ. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩართული.