ახალი ამბები

ენერგო-პროსა და კაჭრეთის კოლეჯს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი ითვალისწინებს პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას და აღნიშნული კუთხით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. კომპანიაში აცხადებენ, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ენერგეტიკისა და ელექტრო ინჟინერიის დარგის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა კომპეტენტური კადრების მოზიდვას.
„პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობა არის კომპანიის სტრატეგიის ნაწილი, დარგში მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და ხელი შეუწყოთ მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. სასწავლო წლის განმავლობაში კოლეჯის სტუდენტებს ექნებათ საშუალება, გაიარონ საწარმოო პრაქტიკა სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“. მოტივაციის ამაღლების მიზნით კი წარჩინებულ მოსწავლეებს ჩვენი პროექტის ფარგლებში ვთავაზობთ ყოველთვიურ სტიპენდიას და რაც მთავარია, სწავლის დასრულების შემდეგ ვაძლევთ რეალური დასაქმების შესაძლებლობას ჩვენს კომპანიაში“, – განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.