სტატიები

თელავის საკრებულოს წევრი 32 მამაკაცი და 3 ქალი გახდა

ცესკოს მონაცემებით, მანდატების უმრავლესობა მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიპოვეს. 35 წევრიდან 32 მამაკაცი და 3 ქალი იქნება თელავის საკრებულოს წევრი.
თელავის #17 საოლქო– საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძის თქმით, წინასწარი მონაცემებით, 20 მაჟორიტარული მანდატიდან 18,,ქართულ ოცნებას“ ერგო, 1 ,,ნაციონალურ მოძრაობას’’, ხოლო 1 საარჩევნო ბლოკს „ბაქრაძე, უგულავა -ევროპული საქართველო ”.
,,პროპორციული სისტემით თელავის საკრებულოში არსებულ 15 მანდატიდან, 9 ,,ქართულ ოცნებას’’, 4 ,,ნაციონალურ მოძრაობას“, 1 მანდატი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს და 1 საარჩევნო ბლოკს „ბაქრაძე, უგულავა -ევროპული საქართველო” ერგო’’– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი კალმახელიძემ.

გთავაზობთ პროპორციული საარჩევნო სისტემით თელავის საკრებულოში შესულ პირთა ვინაობას:

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოდან ” თელავის საკრებულოში პარტიული სიით არჩილ თხლაშიძე, ლევან ლილუაშვილი, ნანა ხვისტანი, ალექსანდრე შათირიშვილი, ლევან ოთიურიძე, ლევან კოჭლოშვილი, მაია მარკოზაშვილი, ტიტე დარეჯანიშვილი და დავით ღაღანიძე შევიდნენ.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 4 მანდატი ერგო და თელავის საკრებულოში ალექსი ძულიაშვილი, ზაქარია გრიშიკაშვილი, ბაადური რევაზიშვილი და ალექსანდრე კუპატაძე მოხვდნენ.
ერთი მანდატი ერგო საარჩევნო ბლოკს „ბაქრაძე, უგულავა -ევროპული საქართველო ” და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს.” ,,ევროპული საქართველოდან“ თელავის საკრებულოს წევრი პარტიული სიის პირველი ნომერი ლელა მენთეშაშვილი იქნება, ხოლო ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ – არჩილ თვალიაშვილი.

რაც შეეხება მაჟორიტარებს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით თელავის საკრებულოში არსებული 20 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:

18 მანდატი–„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“
გიგა ორკოდაშვილი, ბესიკი ქოჩიშვილი, გიორგი ჩაბრაშვილი , იოსებ პარწიკანაშვილი, გურამ წულუკიძე , დავით გოგოშვილი, ვასილ არაბული, ლევან მრელაშვილი, ზაქარია ყარასაშვილი, გოჩა წაწალაშვილი, გიგა მამუკელაშვილი, უჩა ჭოტიაშვილი, გიორგი ქიზიყელაშვილი, ზურაბ ლილუაშვილი ,ზურაბ მუსაევი, მიხეილ გრემელაშვილი, ნიკოლოზ მაისურაძე, ბესიკ გაიპარაშვილი.
1 მანდატი– „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”– აბრამ მახარიაშვილი.
1 მანდატი–საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა -ევროპული საქართველო’’–ზურაბ ნაცარაშვილი.