თელავში უბედური შემთხვევის შედეგად 18 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ელექტროსადენის შეკეთებას ცდილობდა, რომლის დროსაც დენმა დაარტყა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.