ახალი ამბები

„ჟურნალისტთა ქსელმა“ ამომრჩეველ ქალთა საჭიროებები გამოაქვეყნა

ქალთა საჭიროებების დადგენისათვის, ჟურნალისტმა ქსელმა 2017 წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოს 8 რეგიონში 72-ზე მეტი შეხვედრა და დისკუსია გამართა. მოკვლევაში მოცემულია 4 თვითმმართველი ქალაქის და 10 მუნიციპალიტეტის მონაცემები. დისკუსიებში მონაწილოება სხვადასხვა სოციალური ჯგუფის 500-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.

განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის, ბოშათა თემის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, დევნილი და სოფლადმცხოვრები ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენაზე.

შეხვედრებს ხელმძღვანელობდნენ ჟურნალისტთა ქსელის წარმომადგენელები და გენდერის მედია ცენტრების დირექტორები, რომლებიც ასევე ახდენდნენ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ქალთა საჭიროებებზე, ქალთა უფლებებზე და ქალების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობაზე.

მოკვლევის დაწყებამდე, პოლიტიკური პარტიების ცნობიერების, დამოკიდებულებებების, საარჩევნო პროგრამებში ქალთა საკითხების გაცნობის მიზნით პროექტის საწყის ეტაპზე, განხორციელდა შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში, არჩევნებამდე 2 თვით ადრე პარტიებს საარჩევნო პროგრამები არ ჰქონდათ მზად და ქალთა საჭიროებების შესახებაც არ გააჩნდათ ანალიზი მომზადებული. კვლევის შედეგები იხილეთ შემდეგ ბმულზე: 

https://uploadfiles.io/5ze6t