პროპორციულ სიაში ყოველი მეორე შესაძლოა ქალი იყოს
ინიციატივას რვა მომხრე და ერთი წინააღმდეგი ჰყავდა.
ინიციატივა ითვალისწინებს, რომ პარტიებმა პროპორციულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის ადამიანი ჩასვან. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ისინი ამ მოთხოვნას არ დაიცავენ, დაუდგინდებათ ხარვეზი. ამ ხარვეზის შევსების საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკური პარტიას დაარეგისტრირებს.
კვოტა დროებითი ღონისძიებაა და საკითხის ინიციატორები ვერ ასახელებენ კონკრეტულ ვადას, როდემდე შეიძლება მოქმედებდეს.
რაც შეეხება უფლებამონაცვლეობის საკითხს, ინიციატივის მიხედვით, თუ ქალ დეპუტატს ვადაზე ადრე შეუწყდება მანდატი, მას ჩანააცვლებს პარტიის იმავე სქესის წარმომადგენელი. კვოტირების წესი როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე მომავალში თვითმმართველობის არჩევნებზეც სავალდებული იქნება.
ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრის, მაია ჩიტაიას განცხადებით, საქართველოს აქვს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, გაზარდოს ქალების წარმომადგენლობა პარლამენტში. გაეროს „ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ კომიტეტის მიერ შემუშავებული 2014 წლის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველომ შემდგომი ორი წლის ვადაში პოლიტიკურ და საჯარო პროცესებში ქალთა სრულყოფილი და თანაბარი მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს.
“დღეს 150 პარლამენტარიდან 18 ქალია, რაც ძალიან ცოტაა იმისთვის რომ დადგეს გარკვეული ცვლილებები. პარტიები თუ ნებაყოფლობით გამსვლელ სიებში არ აყენებენ ქალების კანდიდატურებს, ამისი მოგვარების გზაა დროებით სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებაა. პარტიებმა გასვლელ სიებში უნდა შეიყვანონ ქალები რაც 30 %-მდე გაზრდის პარლამენტში ქალების რაოდენეობას. ქალებს აქვთ განათლება და კვალიფიკაცია, რა არ აქვთ მათ? არ აქვთ გამბედაობა, რადგან კულტურა უქმნით ისეთ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ის ნაკლებად კვალიფიციურია და კაცი რადგან კაცია, ის პოლიტიკისთვის დაიბადა, რაც არის მითი. ამიტომ რეგიონებში ქალებს ვისაც აქვთ კვალიფიკაცია, და სურთ, რომ ირგვლივ გარკვეული ცვლილებები გაატარონ ჩვენს აქ ვართ მათ წასახალისებლად. კაცებს გვინდა, რომ ავუხსნათ ქალები არიან კვალიფიციურები და ისინი უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში“, – განუცხადა knews.ge–ს მაია ჩიტაიამ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის გარდა, ინიციატივა რეგიონული განვითარებისა და იურიდიული კომიტეტების სხდომაზეც უნდა განიხილონ.