ლაგოდეხში ორი ავტომობილი მოიპარეს
ინფორმაციას რადიო „ჰერეთი“ ავრცელებს.
როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომანქანების ქურდობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის, მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ქურდობას გულისხმობს.
დანაშაული ჯარიმას თავისუფლების შეზღუდვით ან 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.